რუმიფოსი - კლიმატური გამოწვევების ბუნებრივი გადაწყვეტა

რუმიფოსი - კლიმატური გამოწვევების ბუნებრივი გადაწყვეტა
ა(ა)იპ ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი, თბილისი, საქართველო
ნიკოლოზ ზაზაშვილი - ვეტერინარული მეცნიერებების დოქტორი
მიხეილ ჭიჭაკუა - ბიოლოგიის დოქტორი
მარინა ჭიჭაიძე - ვეტერინარული მეცნიერებების დოქტორი
დავით ბოსტაშვილი - აგრარული მეცნიერებების დოქტორი

 

დღევანდელ სოფლის მეურნეობაში ცხოველთა პროდუქტიულობაზე და ჯანმრთელობაზე გავლენას სულ უფრო მეტად ახდენს კლიმატური სტრესი - განსაკუთრებით სიცხე, რომელიც აქვეითებს იმუნურ პასუხს, ამცირებს საკვების მიღებას და ზრდის სიკვდილიანობის რისკს.

ამის პასუხად, მეცნიერებისა და ფერმერების მზარდი ინტერესი მიმართულია ისეთ ბუნებრივ დანამატებზე, რომლებიც ეხმარება ცხოველებს გააძლიერონ იმუნური სისტემა, გაუმკლავდნენ გარემო პირობების გავლენას და შეინარჩუნონ პროდუქტიულობა.

სწორედ ამ გამოწვევებთან საბრძოლველად შეიქმნა “რუმიფოსი” - ბიოტეკსის ინოვაციური საკვები დანამატი, რომელიც დამზადებულია მარცვლოვანი კულტურების ღეროვანი უჯრედებისგან მიღებული ნანოციტოპლაზმური კომპლექსების საფუძველზე. ის არ შეიცავს ქიმიურ მინარევებს და გამოირჩევა ბუნებრივი ბიოაქტიურობით.

 

რატომ რუმიფოსი?

✔ ამაღლებს ცხოველის რეზისტენტობას და იმუნიტეტს

✔ ამცირებს კლიმატური სტრესით გამოწვეულ ნეგატიურ ეფექტებს

✔ ზრდის ცოცხალ მასას და პროდუქტიულობას (რძე, წონა, კვერცხი)

✔ აუმჯობესებს საკვების ათვისებას და მონელებას

✔ ხელს უწყობს სასარგებლო მიკროფლორის განვითარებას ნაწლავებში

✔  არ შეიცავს ქიმიურ მინარევებს და არ აქვს მავნე ზემოქმედება რძესა და ხორცზე

✔ ამცირებს ანტიბიოტიკების საჭიროებას

 

სითბური სტრესი და რძის შემცირება

ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა 30°C-ს აჭარბებს, ყოველი 1°C მატება იწვევს რძის წარმოების შემცირებას 2 ლიტრამდე. რუმიფოსის დროული გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს სითბური სტრესის ზემოქმედებას და იცავს როგორც რძის  ხარისხს, ისე ცხოველის პროდუქტიულობას

 

შემოწმებული და დადასტურებული ეფექტი

10 წლიანი კვლევები ცხადყოფს, რომ რუმიფოსი მრავალმხრივ ეფექტურია და მისი გამოყენება:

  • ზრდის რძის რაოდენობას და ხარისხს (ცხიმი და ცილა)

  • ამცირებს ფრინველებში სიკვდილიანობას ვაქცინაციის შემდეგ

  • აუმჯობესებს გოჭების წონას და ჯანმრთელობას

  • ხელს უწყობს ბროილერების სწრაფ ზრდას და სხეულის მასის მატებას

ყველა შედეგი დაფიქსირებულია უსაფრთხო და კონტროლირებად პირობებში, რუმიფოსის მიცემის სტანდარტული დოზირებისას.

 

ბუნებრივი გადაწყვეტილება მომავლისთვის

რუმიფოსის უნიკალური ფორმულა ეხმარება ფერმერებს:

  • აწარმოონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი

  • მიიღონ მეტი შედეგი ნაკლები ძალისხმევით და სტრესით

  • შეამცირონ სამკურნალო პრეპარატების გამოყენება

 

სად შეგიძლიათ რუმიფოსის შეძენა?

📌 რუმიფოსი და ბიოტეკსის სხვა ინოვაციური ვეტერინარული პროდუქტები ხელმისაწვდომია საქართველოში ოფიციალური დისტრიბუტორთან - როქში:

  • ფართო ასორტიმენტი - როქში ხელმისაწვდომია ბიოტეკსის თანამედროვე და ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაწყვეტილებები

  •  პროფესიონალური კონსულტაცია - როქის ვეტერინარები დაგეხმარებიან პრეპარატებისა და დოზირების სწორად შერჩევაში და საჭიროების გაგიწევენ უფასო კონსულტაციას.

  • კომფორტული შეძენა - შეგიძლიათ შეიძინოთ “როქის” ფილიალებში, პარტნიორ ვეტაფთიაქებში ან შეუკვეთოთ ონლაინ Agricula-ს საიტზე

 

📦 დაინტერესებული ხართ ჩვენი პროდუქტების დისტრიბუციით ან საექსპორტო თანამშრომლობით? დაგვიკავშირდით და ერთად ვებრძოლოდ კლიმატურ გამოწვევებს.

📩 info@biotecsi.ge 📞 (032) 240 77 95


 

შეუერთდი ჩვენს ქსელს

გამოიწერე სიახლეები